AUDIOBOOK

ტყეების მეფე

ლეგენდები დავით აღმაშენებელზე

Dato Turashvili
(0)

About

"შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერა ოდეს გამოხვალ ველთა" – ასე სწერდნენ სელჩუკები ჯერ კიდევ გაპარტახებული საქართველოს მეფეს, დავით აღმაშენებელს, რომელსაც მამამისის, გიორგი II-ის მიერ ტახტის დათმობის შემდეგ ჭაბუკობაშივე მოუწია, თავის თავზე აეღო ძალიან რთული მისია – ტყე-ღრეებად ქცეული საქართველო კვლავ სახელმწიფოდ ექცია. ეს მატიანეში შემონახული ფაქტებია.
ხოლო დათო ტურაშვილის ახალ რომანში – "ტყეების მეფე" (რომელიც თავდაპირველად კინოსცენარი იყო და რომლის მიხედვითაც დიდ მეფეზე ფილმი უნდა გადაეღოთ) – ერთმანეთშია გადახლართული ლეგენდები და ისტორიული ცნობები და უდიდესი ქართველი მეფის წინააღმდეგობრივ ხასიათს, მის ახლო გარემოცვასა და ისტორიული ფაქტების განსხვავებულ ვერსიებს გვაცნობს.

Related Subjects

Artists